შოთაძე ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანს ეუბნებოდა, არ გადამდგარიყო

 
„მე რომ ვყოფილიყავი მირზა სუბელიანის ადგილზე, მეც მივიღებდი ანალოგიურ გადაწყვეტილებას [თანამდებობის დატოვების შესახებ], რათა პროკურატურა ამერიდებინა შესაბამისი ზიანისაგან“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.  ყოფილი პროკურორი ადასტურებს, რომ მირზა სუბელიანს ეუბნებოდა, არ დაეტოვებინა თანამდებობა. შეკითხვაზე, რატომ უთხრა მირზა სუბელიანს, რომ მისი გადადგომა საჭირო არ იყო, შოთაძე პასუხობს: „კი, მე ვუთხარი ასე. მე ისე [სუბელიანივით] მოვიქცეოდი, მაგრამ მე ვიყავი მთავარი პროკურორი და მე ვალდებულება მქონდა, ჩემი თანამშრომლები დამეცვა. შესაბამისად, მე მიმაჩნდა, რომ მირზა სუბელიანის გადადგომის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა“.