შ.პ.ს "ბურჯში" აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები შევიდნენ
შპს "ბურჯში" აღსრულების ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც შენობის გათავისუფლებას ითხოვენ.
კომპანია 2 აგვისტოს აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.შპს "ბურჯი" აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" შეღავათიანად ავტომობილების მიქირავებისათვის, ასევე, კოალიციის ოფისების შეღავათიან ფასებში გარემონტებისათვის 10 მილიონამდე ლარით დააჯარიმეს. კომპანიამ ჯარიმის თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მის ქონება დაუყადაღეს და აუქციონზე გაიტანეს.