შრომის ინსპექციამ შემოწმებულ 30 სამშენებლო ობიექტზე დარღვევები გამოავლინა

 
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით, მონიტორინგის ფარგლებში, 30 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, შემოწმებული ობიექტებიდან 30-ივეში დარღვევები გამოვლინდა. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 30-ივე ობიექტზე გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს 7-დან 14 დღემდე ვადა განესაზღვრათ. ასევე 20 ობიექტზე შეჩერდა სამუშაო პროცესი, ხოლო 21 ობიექტს ადმინისტრაციული სახდელის სახით, ჯამში 605 500 ლარის ოდენობით  ჯარიმა დაეკისრა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი  ძირითადი დარღვევები: კომპანიებს შორის, რომლებშიც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა დარღვევები გამოავლინა არის: 1. შპს “ნიუ გრუპ პლიუსი” 2. ამხანაგობა სიმაღლე წერეთლი 3. შპს “იმფაირ ბილდინგ” 4. შპს “პლატინიუმ ვაზისუბანი” 5. შპს “ორჯ ორთაჭალა” 6. შპს “სამშენებლო ინვესტიციები ვერაზე” 7. შპს “ეს დი ჯი” 8. შპს “სან დეველოფმენთი” 9. შპს “თორი” 10. შპს “ბალავარი პროპერტის” 11. შპს “ჯეო ქონსტრაქშენი” 12. შპს “ჰაუსარტ-ლუქსი” 13. შპს “საბურთალო პალასი” 14. შპს “იუნიქსი” 15. შპს “ზ და დ გლობალ ბილდინგ კომპანი” 16. შპს “ქიაჩელი რეზიდენსი” 17. შპს “აგორა” 18. შპს “ქართულ-ესპანური სამშენებლო კომპანია-2017” 19. შპს “კიკვიძე 1” 20. შპს “რესტარტ” 21. შპს “ტჯ ჯგუფი” 22. შპს “ვესადენი” 23. შპს “ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია” 24. შპს “ლუქსორ აპარტამენტები” 25. შპს “მწვანე სახლი” 26. შპს “ჯორჯიან ფექიჯინგი” 27. შპს “ემ დე კა+” 28. შპს “სოლოლაკი რაიზ” 29. შპს “დ+დ” 30. სს “ეს ჯგუფი”. დეპარტამენტში ამბობენ, რომ ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში, რომელიც 2019 წლის 23 ივლისს დაიწყო,12 აგვისტოს ჩათვლით ჯამში 86 ობიექტი შემოწმდა.