შსს: აზერბაიჯანელ აქტივისტზე თავდასხმის მცდელობის გამო მოკვლევას ვაგრძელებთ

 
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აზერბაიჯანელ აქტივისტ ვიდად ისკანდერლის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც თავდასხმის მცდელობას შეეხებოდა, მოკვლევას აწარმოებენ. როგორც შსს-ში „ლიბერალს“ განუცხადეს, სამართალდამცველები ვიდად ისგანდროვის შეტყობინების საფუძველზე მისამართზე გამოცხადდნენ, სადაც გაირკვა რომ თავდასხმის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით გამოიკითხა ვიდად ისკანდერლიც. სხვა გარემოებების დადგენის მიზნით კი სამართალდამცველები მოკვლევას აგრძელებენ. გუშინ, თბილისში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა აქტივისტისტმა ვიდადი ისკანდერლიმ, „ნეტგაზეთს“ გაუნცხადა, რომ  3 ივნისს მასზე თავდასხმა სცადეს. მისი თქმით, დაახლოებით 16:30 საათზე სახლიდან გამოვიდა და კიბეზე რომ ჩადიოდა ორი ადამიანი ელოდებოდა,  მან ერთ-ერთი იცნო, იგი აზერბაიჯანელია და თებერვალშიც დაესხა თავს, ამიტომ იგი სახლისკენ გაიქცა, თავდამსხმელებმა კი მიაძახეს, რომ გაანადგურებდნენ.