შსს: დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის
შსს-ს განცხადებით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ამირ ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, - აცხადებს შსს
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).