შსს: ნინოწმინდის რაიონში მამაკაცმა ცოლი მოკლა
შსს-ს ინფორმაციით, დღეს ნინოწმინდის რაიონის სოფელ ყაურმაში მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციამ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.