შსს-მ ბოლნისში შვიდი ძროხის ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

 
შსს-მ ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნა. პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. პოლიციის ინფორმაციით, სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების მიხედვით ბრალდებულებმა ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს.