შსს-მ ლევან ჯიბღაშვილის მანქანაში აღმოჩენილი ნარკოტიკის ტიპი და ოდენობა დაასახელა

 
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ დასრულდა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან ამოღებული ნივთიერებების ექსპერტიზა. „ექსპერტიზით დადგინდა, რომ კოკაინი - 0,5659გ, ექსტაზი(MDMA) - 0,1921გ.   განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად დარჩა მცირე ოდენობით მარიხუანა, რომლის ექსპერტიზის პასუხს ველოდებით." -ნათქვამია უწყების განცხადებაში.  ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს გუშინ სასამართლომ აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.  მთავარი პროკურატურის ცნობით, მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით, 5-დან 8 წლამდე.