შსს-მ ტაქსის მძღოლის ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

 
შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ტაქსის მძღოლის ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკვეს. „1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ი., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლს - 1978 წელს დაბადებულ ს.გ.-ს ცივი იარაღის მუქარით ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.