სწორი ფინანსური პარტნიორი - ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია?

 

ის ამბავი, რომ ფინანსურ ორგანიზაციებთან ადამიანების უმეტესობას საქმის დაჭერა არ სურს, სულაც არ არის ტყუილი. თუმცა, ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც თანხის მოკლე ვადაში შოვნის აუცილებლობის წინაშე დგება, ან უბრალოდ იღებს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთებაზე. ვინაიდან ხშირად შემოსავალი და გასავალი დროში ერთმანეთს უტოლდება, ძნელია საჭირო თანხა კონკრეტული პირისგან ისესხო, ამიტომ ხშირია მიმართვიანობა როგორც ბანკებზე ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.

ბანკები მიკროსაფინანსო თუ კერძო გამსესხებელი ორგანიზაციები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. იმის ფონზე, რომ მოთხოვნა ამ ორგანიზაციებზე და მათ პროდუქტზე, სერვისზე საკმაოდ მაღალია და კიდე უფრო და უფრო იზრდება, უამრავი ახალი კომპანია გაჩნდა ბაზარზე, უამრავი ახალი, საინტერესო, მომხიბლავი შეთავაზებებითა და წინადადებებით. შესაბამისად ჯერ ძნელია გაარკვიო რომელი ბანკი არის კარგი ან რომელი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და შემდეგ ამ ორს შორის როგორ უნდა გააკეთო სწორი არჩევანი?

თუ კი აქამდე ვერ გაერკვიე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკს შორის განსხვავებებზე კითხვა განაგრძე და აუცილებლად მიიღებ შენთვის საჭირო ინფორმაციას.

ბანკი თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია?

რათქმაუნდა ორივეს აქვს როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებები. მოდი განვიხილოთ ბანკის უპირატესობებიც და ნაკლოვანებებიც.

 

ბანკი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ. ბანკი მომხმარებლებს სხვადასხვა, მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს:

•ონლაინ მომსახურება, მობილური საბანკო მომსახურება, სხვადასხვა ტიპის სესხები, საკრედიტო ბარათები, დეპოზიტები და შემნახველი ანგარიშები.

•ბანკები სანდოობით გამოირჩევიან, ვინაიდან მათ ზედამხედველობას ეროვნული ბანკი უწევს. სწორედ ამის ფონზე ბანკები უსაფრთხოების მაღალ დონეს ინარჩუნებენ.

•ბანკებს შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ.

•ბანკების კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ გაძლევს ფულის დაზოგვისა და დაგროვების შესაძლებლობას და გამოირჩევიან მოქნილობითაც.

•ბანკები გთავაზობენ გრძელვადიან სესხებს, დაფინანსებებს ხელსაყრელი პირობებით.

 

ამ დადებით მახასიათებლებთან ერთად მოდი ბანკების ნაკლოვანებებიც განვიხილოთ:

•ბანკებს გააჩნიათ მკაცრი მოთხოვნები მსესხებლის მიმართ. დიდი ყურადღება ექცევა საკრედიტო ისტორიასა და ფინანსურ სტაბილურობას.

•ამავდროულად ბანკში სესხის მიღების პროცესში როგორც რთული ასევე დროში საკმაოდ გაწელილი შეიძლება იყოს.

•ბანკებში რთულია მცირე თანხის მიღება სესხის სახით.

 

რითი გამოირჩევა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?

 

•მიკროსაფინანსოები გამოირჩევიან სისწრაფითა და მოქნილობით.

•თუ თანხა ძალიან სწრაფად გჭირდებათ, მიკროსაფინანსო ამ პროცედურას დროში არ გაგიწელავთ.

•მიკროსაფინანსოს ძირითად მიზანს წარმოადგენს მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე პირებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

•ამავდროულად მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია გრძელვადიანი სესხი შედარებით მარტივი მოთხოვნებით აიღონ.

•სესხის მისაღებად მიკროსაფინანსო არ ითხოვს ისტორიის დეტალურ შესწავლას ან უამრავ საბუთს. აქ სესხის აღება ბანკებთან შედარებით გაცილებით მარტივად ხდება. ამავდროულად სესხის აღება შესაძლებელია მცირე პერიოდითაც.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაკლოვანებები:

•სამწუხაროდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევიან.

•ბანკებთან შედარებით მიკროსაფინანსოები მკაცრად არ კონტროლდებიან, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მომხმარებელი შესაძლოა ფინანსური რისკის წინაშე აღმოჩნდეს.

 

ახლა კი დროა დაფიქრდე რომელ ორგანიზაციასთან გსურს თანამშრომლობა?

თუ კი თქვენ გჭირდებათ დიდი თანხა ხანგრძლივი დროით და ამავდროულად დაბალი საპროცენტო განაკვეთით, მაშინ ბანკი საკმაოდ კარგი არჩევანია და თან ამავდროულად სანდოც.

თუ კი სწრაფი, მოკლევადიანი სესხი გჭირდებათ მაშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თქვენთვის მომხიბვლელი შეთავაზებები ექნება.

საბოლოოდ, არჩევანი დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე და ფინანსურ შესაძლებლობებზე ან იმაზე რისთვის იღებთ სესხს. მაგალითად თუ თქვენ გჭირდებათ იპოთეკური სესხი, რომელიც  ყველაზე გრძელვადიანი სესხია, მაშინ საკმაო დაფიქრება გმართებთ.

ორივე შემთხვევაში გჭირდებათ ქონების უზრუნველყოფა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ბანკი მეტად უსაფრთხო ორგანიზაციაა.

ამავდროულად ნებისმიერი არჩევანის გაკეთებამდე დაფიქრდით კარგად რამდენად გჭირდებათ მოცემულ მომენტში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ნებისმიერი არჩევანის გაკეთებამდე მნიშვნელოვანია პირობების დეტალურად შესწავლა სამომავლოდ გართულების თავიდან ასაცილებლად.

იმისთვის რომ ყველაფერი გამოგივიდეთ და თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები, წინასწარ განსაზღვრეთ დეტალები და დაისახეთ გეგმა ბ ყოველი შემთხვევისთვის.