„სტუმრის მნიშვნელობიდან გამომდინარე" - რატომ შეიცვალა მაკა ცინცაძის თოქშოუს ფორმატი
დღეს 21 საათსა და 45 წუთზე „აქტუალურ თემაში" მაკა ცინცაძის სტუმარი „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იქნება.
ივანიშვილთან ინტერვიუს გამო მაკა ცინცაძის გადაცემის ფორმატი შეიცვალა. კერძოდ, წამყვანი გადაცემის სტუმარს ტელევიზიის სტუდიის ნაცვლად, სავარაუდოდ, მის სახლში შეკვეთილში ჩაწერს.
ამასთან, მაკა ცინცაძის თოქშოუ, რომელიც ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით გადის ეთერში, არ გასულა გუშინ (23 ივნისს) და, სავარაუდოდ, არ გავა ოთხშაბათს და ხუთშაბათს.
რატომ შეიცვალა გადაცემის ფორმატი და რატომ არ გავა ეთერში გადაცემა ორთშაბათს და ხუთშაბათს? - ეს კითხვები „ლიბერალმა" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელს, გიორგი გვიმრაძეს დაუსვა.
მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა. ეს მისი პირველი სატელევიზიო ინტერვიუა.