სუსი: ნაბაკევში, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქე გათავისუფლებულია.
მათივე ინფორმაციით, გუშინ საოკუპაციო ძალებმა სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან ქართველების დააკავეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გუშინ საღამოს ნაბაკევი-ხურჩის ერთ-ერთ გადასასვლელზე 19 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.
დაკავებულები თავდაპირველად ახლოს მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. 8 ადამიანი რომელთაც ე.წ. აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, გაათავისუფლეს. დანარჩენები კი ამ დრომდე დაკავებულები არიან.