სუსი: ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან ქართველები უკანონოდ დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან ქართველების დააკავა მართლაც მოხდა.
როგორც „ლიბერალს" სუს-ში განუცხადეს დეტალები ზუსტდება, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე მიეწოდება ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული, სუს-ში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის დეტალები ზუსტდება და ამ ეტაპზე დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა გუშინ საღამოს ნაბაკევი-ხურჩის ერთ-ერთ გადასასვლელზე 19 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.
დაკავებულები თავდაპირველად ახლოს მდებარე რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. 8 ადამიანი რომელთაც ე.წ. აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, გაათავისუფლეს. დანარჩენები კი ამ დრომდე დაკავებულები არიან.