სუს-მა ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო

 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, სუს-მა  ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა იზორიამ. გუშინ, უკრაინულმა ვებგვერდმა -  „wikileaks.center" გაავრცელა, მათი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა, სათაურით „სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს".