სვანეთში მყინვარის მასა ჩამოიშალა - უსაფრთხოების მიზნით ხეობაში შესასვლელი გზა ჩაკეტილია

 
მესტიის მუნიციპალიტეტში, მყინვარ ლეხზირიდან მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარის დაგუბება გამოიწვია. როგორც „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.  მათივე ცნობით,  სიტუაციის შესწავლის მიზნით სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან. უსაფრთხოების მიზნით, ამ ეტაპზე ვიდრე სპეციალისტებისგან ინფორმაცია არ იქნება, დროებით ჩაკეტილია ხეობაში შესასვლელი გზა. გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, სავარაუდოდ საქმე გვაქვს გლაციოლოგიურ პროცესებთან (წლის თბილ პერიოდში მყინვარის ინტენსიურ დნობასთან ) , რომელიც ბუნებაში ხშირად ხდება.