თამარ დოლბაია შესაძლო კონტრაქციაში მონაწილეობას არ აპირებს

 
თსუ-ის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია უარყოფს სტუდენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან შესაძლოა, ორშაბათს კონტრაქციაში მიიღოს მონაწილეობა. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, სტუდენტები ამბობენ, რომ კონტრაქციის ორგანიზების შესახებ ერთ-ერთ დახურულ Facebook-ჯგუფში დაიწერა. სტუდენტებთან საუბარში დოლბაია გამორიცხავს, რომ იყოს მხარე და მიტინგზე გასასვლელად ვინმეს დარაზმვაში მიიღოს მონაწილეობა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია შესაძლოა, პროვოკაციას წარმოადგენდეს.