თამარ სანიკიძე სტუდენტებს დღეს 20:00 საათზე თსუ-ში შეხვდება

 
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუდენტებს დღეს თსუ-ში შეხვდება. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, სტუდენტებმა განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, ნატა ასათიანს დაურეკეს და უთხრეს, რომ მინისტრთან შესახვედრად მზად არიან. სტუდენტები ამბობენ, რომ მინისტრთან განათლების პოლიტიკის საკითხებზე ისაუბრებენ და არა შიდა საუნივერსიტეტო პრობლემებზე. გუშინ ნატა ასათიანმა სტუდენტებს უთხრა, რომ განათლების მინისტრი მზად იყო სტუდენტების სურვილის შემთხვევაში, მათ შეხვედროდა.