თამაზ მეჭიაური: ცინიკურია, რომ სწორედ, ქუთაისიდან იწყებენ გაპიდარასტებას ზოგიერთები
„უბრალოდ ცინიკურია, როდესაც ქუთაისში იწყება ასეთი აქცია, იმ ქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან, გაპიდარასტებას იწყებენ ზოგიერთები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა" ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ პლენარულ სხდომაზე ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისიის შექმნის განხილვას აპროტესტებს.
პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში გაიწერება, რომ ოჯახის შექმნის მიზნით ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. კერძოდ, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება: ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
„ლიბერალის" რედაქცია საქართველოს პარლამენტის წევრის, თამაზ მეჭიაურის ჰომოფობიურ განცხადებას ემიჯნება.