„თანასწორობისთვის!“- თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია იმართება
დღეს 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღსანიშნად თბილისში ლგბტქი თემის წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მთავრობის კანცელარიასთა მართავენ.
„იმ ძირითად ადგილზე, რომელიც აქტივისტებმა თავდაპირველად დაასახელეს და რომელიც არის პოლიტიკური ღირებულების ადგილი - რუსთაველის გამზირი, სამწუხაროდ, აქციის გამართვაზე უარი გვითხრა მთავრობამ და შემოგვთავაზა კომპრომისული ვარიანტი - კანცელარია. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფომ ძალიან ლიმიტირებული შესაძლებლობის პირობებში მისცა თემსა და მის მხარდამჭერებს ადგილზე მისვლის საშუალება, მივიჩნევ, რომ ესეც პრობლემურია. ისინი საუბრობენ კონტრდემონსტრანტებისგან მომავალ საფრთხეებზე. სახელმწიფო ვერ ხედავს, რომ ამ შემთხევავაში ირღვევა ლგბტ ადამიანების უფლებები. აქციის პირველად ლოკაციაზე უარის თქმით პრიორიტეტი მიენიჭა უმრავლესობის უფლებებს, უმცირესობის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე“,- ამბობს ლიკა ჯალაღანია, აქციის მონაწილე, EMC-ის იურისტი.