თანხის სესხება კერძო პირისგან
სამყაროში სადაც ყველაფერი სწრაფი ტემპით ვითარდება, იქმნება ახალი პროდუქტები, ჩნდება ახალი მოთხოვნები, ხშირად ძნელია ფინანსურად დაეწიო ამ ყოველივეს. ფინანსური კეთილდღეობა და სიმყარე აუცილებელზე აუცილებელი რამ არის დღევანდელობაში, თუმცა დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს.
ხშირად ფინანსური არასტაბილურობის გამო კი გვიწევს თანხა ვისესხოთ.
თანხის სესხების რამდენიმე გზა არსებობს:
•ბანკი - რომელსაც სჭირდება დადასტურებული შემოსავალი სა საკითხავია დაგიმტკიცდება თუ არა კონკრეტული თანხა;
•ლომბარდი - ძვირფასი ნივთისა თუ ტექნიკის/მანქანის ჩადება რის სანაცვლოდაც იღებ ფულს;
•მეგობარი/ნათესავი - თუ კი ამის შესაძლებლობა არის ძალიან კარგი ვარიანტია ფულის საშოვნელად;
•კერძო პირი - კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე იღებ იმ რაოდენობის თანხას რამდენიც გჭირდება.
მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი არ არის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც თქვენ იღებთ.
ახლა კი განვიხილოთ რას ნიშნავს კერძო პირისგან თანხის სესხება და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
2018 წლიდან, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კერძო გამსესხებლებს, ე.წ. მევახშეებს აღარ აქვთ უფლება, რომ გარანტიის სახით მსესხებლისაგან უძრავი ქონების ანუ ბინის იპოთეკით დატვირთვა მოითხოვონ.
თუმცა თუკი პიროვნული შეთანხმება ხდება, უშუალოდ ხელშეკრულებასთან რომ მიდის საქმე, გამსესხებელი სთავაზობს მსესხებელს „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულების გაფორმებას“
როდესაც ხდება მსგავსი ტიპის გარიგება, ასეთ შემთხვევაში პირები გარკვეულ პირობებზე თანხმდებიან, ეს იქნება სესხის თანხა, გადახდის ვადა და ოდენობა, პროცენტი და ა.შ. უნდა გაითვალისწინოთ რომ ეს პროცედურა სრულიად განსხვავებულია საბანკო პროცედურებისგან, რადგან აქ შუამავალი ფაქტიურად არ არსებობს და შეთანხმება უფრო პირადულია, ორ ადამიანს შორის. ასეთ შემთხვევაში არსებობს მოტყუების დიდი საფრთხეც, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ორივე მხარემ ყველაფერი წერილობით დააფიქსიროს, რაც შესაძლებლობას მისცემთ თავიდან აირიდონ გაუგებრობები და უსიამოვნო დავები.
თუ კი აპირებთ თანხის სესხებას, აუცილებლად განაგრძე კითხვა, რადგან ახლა განვიხილავთ დადებითსა და უარყოფით მხარეებს.
დადებითი მხარეები:
》მარტივი და სწრაფი პროცესი: თუ ბანკში თანხის სესხება რთულია, არ გიმტკიცდებათ მოითხოვს დროს
》კერძო პირისგან თანხის მოთხოვნა გაცილებით სწრაფად და მარტივად ხდება. ონლაინ სივრცეში მრავლად შეხვდებით განცხადებებს გავასესხებ ფულს პროცენტით
》თუ თანხას კერძო პირისგან ისესხებთ, შეიძლება ისარგებლოთ მოქნილი გადახდის პირობებით, გამოგიყოთ უფრო დიდი დრო გადახდისთვის და მოგცეთ გარკვეული ვადები ან სესხი მოგცეთ დაბალ საპროცენტო განაკვეთში.
》კერძო პირს არ გააჩნია არანაირი დამატებითი ხარჯები და საკომისიო გადასახადები სესხის გაცემის შემთხვევაში.
》გაცილებით დიდი შანსი გაქვთ აწარმოოთ მოლაპარაკებები გადახდის გართულების შემთხვევაში და მიხვიდეთ კონკრეტულ შეთანხმებამდე.
უარყოფითი მხარეები:
》იმის გათვალისწინებით, რომ კერძო პირისგან თანხის სესხება არ რეგულირდება კანონით სათანადოდ, შესაძლოა მომავალში პრობლემის გაჩენის მიზეზი იყოს.
》შესაძლებელია არ იყოს მკაფიო შეთანხმებები, მაგალითად პროცენტზე, გადახდაზე, ვადებზე და სხვა პირობებზე.
და მაინც შესაძლებელია რისკების მინიმუმამდე დაყვანა:
•აუცილებლად წინასწარ შეათანხმეთ პროცენტი, ვადები, რისკები და ყველა დეტალი საბოლოოდ შეაჯამეთ წერილობით. წერილობითი შეთანხმება აუცილებელია გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.
სხვათა შორის, იცოდით რომ ფულის სესხება/გასესხების ისტორია საკმაოდ ძველია? სესხება ეკონომიკური ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილი მაშინ გახდა, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს ვაჭრობა და საკუთრების დაგროვება.
ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთერთი პირველი ცნობილი ფინანსური სისტემა ბაბილონში არსებობდა ძვ. წ. 3000–2000 წლებში. ამ პერიოდში შექმნეს შუმერებმა თიხის ფირფიტებზე პირველი ჩაწერილი საკრედიტო ხელშეკრულებები. რაც შეეხება რომის იმპერიას აქ მევახშეები გასცემდნენ სესხებს და სხვათა შორის საკმაოდ აქტიურადაც.
შუა საუკუნეებს თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ ამ პერიოდში ევროპაში ებრაელი მევახშეები აქტიურად ასესხებდნენ ფულს და ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა პირველი ბანკები იტალიაში.
XVI-XVII საუკუნეებში კი იწყება კომერციული ბანკებისა და საფინანსო ინსტიტუტების გაძლიერება, ხოლო XIX-XX საუკუნეებში სესხების გაცემა და საბანკო რეგულაციები გამკაცრდა.
დღეს კი სესხების სისტემა სრულად რეგულირებულია და მოიცავს ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და კერძო კრედიტორებს.
საბოლოო დასკვნა შენზეა, მაგრამ თუ გაითვალისწინებ ჩვენს რჩევებს, მკაცრად გააკონტროლებ შეთანხმებას და არ იქნება დარღვეული შენი მხრიდან პირობები, მაშინ თანხის სესხება კერძო პირისგან გამოუვალ მდგომარეობაში იდეალური ვარიანტია. ფულის გასესხება კი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკის განვითარებისთვის ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოყოლებული და ამავე პერიოდიდან ბუნებრივია ის, რომ სესხებს თან ახლდა რეგულაციები და რათქმაუნდა რისკები.