თავდაცვის კომიტეტმა ქალთა სავალდებულო გაწვევაზე ინიციატივა დაიწუნა
თავდაცვის კომიტეტმა მოქალაქე ირინე ბარბაქაძის საკანონმდებლო წინადადება დაიწუნა, რომლის თანახმადაც სამხედრო სამსახური „დედაკაცებისთვისაც სავალდებულო [უნდა] გახდეს".
კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არსებობს ქვეყანაში სავალდებულო გაწვევის აუცილებლობა და გათვალისწინებული არ არის შესაბმის სამობილიზაციო და თავდაცვის გეგმებში.
„ესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლობწინადადება ამ ეტაპზე ეწინააღმდეგება ქვეყნის თადაცვის პოლიტიკის მოთხოვნებს და სამობილიზაციო გეგმებით გათვალისიწნებულ პრაქტიკულ შესაძლებლობებს. გარდა ამისა, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალებს ნებაყოფლობით უფლება აქვთ გაიარონ სამხედრო სვალდებულო სამსახური და იმსახურონ სქართევლოს სამხედრო ძალებში" - ნათქვამია დასკვნაში.
საქართველოს პარლამენტში მოქალაქე ირინე ბარბაქაძის საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა, რომელშიც ის მოითხოვდა, რომ სამხედრო სამსახური „დედაკაცებისთვისაც სავალდებულო გახდეს".
წინადადებაში, მოქალაქე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქალსაც და მამაკაცსაც ხელს უწყობს, პირადი შეხედულებებისამებრ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრების წესი, „თუმცა დედაკაცები მაინც სუსტ არსებებად რჩებიან".
პროექტის მე-3 ქვეთავში, რომელიც დასათაურებულია, როგორც „ბრძოლის უნარი", ნათქვამია, რომ „მართლმადიდებელ-ქრისტიანობა" საქართველოში გაავრცელა დედაკაცმა წმინდა ნინომ", ხოლო „მართლმადიდებელი ქრისტიანების" დამცველი გახლდათ დედაკაცი, წმინდა შუშანიკი".
წინადადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოში დადგა ოქროს ხანა დედაკაცი მეფის წმინდა თამარის დროს".
მისივე განმარტებით, პრეზიდენტობის ხანაში საქართველოს „დედაკაცი პრეზიდენტი არ ყოლია", და „პრეზიდენტობის ხანის დროს იკარგება საქართველოს ტერიტორიების ნაწილი".
საკანონმდებლო წინადადება დასათაურებულია, როგორც „ჯარისქალი".