თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აქციიდან პოლიციამ გაიყვანა

 
თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები კანცელარიასთან აქციის მართავენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პოლიციამ აქციიდან გაიყვანა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, თაბაგარი უსაფრთხოების მიზნით გაიყვანეს.  აქციის დაწყებამდე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა გურამ ფალავანდიშვილი, რამდენიმე სასულიერო პირი და მათი მხარდამჭერები. ფალავანდიშვილის განცხადებით, ის პრაიდის აქტივისტების აქციის ჩაშლას გეგმავს.