„თბილისი პრაიდის“ წევრები: გვემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით

 
პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები გიორგი თაბაგარი და თამაზ სოზაშვილი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. „თბილისი პრაიდის“ წევრებმა მუქარისშემცველი შეტყობინებებიც გამოაქვეყნეს. შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, გიორგი თაბაგარის მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. „გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, - აცხადებენ შსს-ში. თამაზ სოზაშვილის თქმით კი, მათ აქვთ ინფორმაციაც, რომ ჰომოფობიური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისისთვის ალყის შემორტყმასაც აპირებენ.