თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

 
თბილსის მე-18 კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ: ოქროს პრომეთე - საუკეთესო ფილმისთვის - „ყორნები" (Jens assur, შვედეთი); ვერცხლის პრომეთე - საუკეთესო რეჟისურისთვის - „არშიყი"; პრიზი ადამიანთა უფლებებისთვის - „არშიყი" (მილად ალამი, დანია, შვედეთი, საფრანგეთი); სპეციალური აღნიშვნა - „საშიში დედა" და „ხარაჩოები"; საერთაშორისო კონკურსში სულ 10 ფილმი მონაწილეობდა: „არშიყი“ (მილად ალამი, დანია/შვედეთი/საფრანგეთი)  „ბრაზილიელები“ (ჩაბა მ.კისი/გაბორ როჰონი, უნგრეთი)  „ვარდნა“ (მარინა სტეპანსკა, უკრაინა)  „ვარსკვლავბიჭუნები“ (ვისა კოისო კანტილა, ფინეთი/შვედეთი)  „ზაფხული 1993“ (კარლა სიმონი, ესპანეთი)  „საშიში დედა“ (ანა ურუშაძე, საქართველო/ესტონეთი)  „ყორნები“ (იენს ასური, შვედეთი)   „ყურე“ (ემრე იეკსანი, თურქეთი/გერმანია/საბერძნეთი)  „წყეული ზაფხული“ (პედრო კაბალეირა, პორტუგალია)  „ხარაჩოები“ (მათან იაირი, ისრაელი/პოლონეთი)  ეროვნული კონკურსი: პრომეთე საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის - „საშიში დედა" (ანა ურუშაძე); პრომეთე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის - „მზის ქალაქი" (რატი ონელი); პრომეთე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის -  „ანა" (მარგო ზუბაშვილი); სპეციალური აღნიშვნა - „თევზაობა" (თორნიკე ბზიავა); ინდუსტრიული დღეების გამარჯვებულები: მოკლემეტრაჟიანი ფილმის ფიჩი (3000 ლარი) - ელენე მიქაბერიძე, ალექსანდრე შერვაშიძე; სრულმეტრაჟიანი ფილმის ფიჩი (5000 ლარი) - მიშა აბაშიძე;