თბილისის მერია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს
თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს. მერიის ცნობით, ავტობუსები მგზავრებს სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან.
დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.