„თბილისის სატრანსპორტო კომპანია": მეტროსადგურ „ნაძალადევზე“ მგზავრს მატარებელი დაეჯახა

 
„მეტროსადგურ „ნაძალადევზე“ ვაგონიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს, რომელმაც არ დაიცვა მგზავრობის უსაფრთხოების წესები, დაეჯახა მოძრავი შემადგენლობა", - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ავრცელებს. მათი თქმით, მამაკაცს ადგილზე დროულად აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. „ამ მომენტისათვის, თბილისის მეტრო მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება, გარდა ნაძალადევის სადგურისა. ადგილზე, გამოძიების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.  შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.