თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

 
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს  წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  გავრცელებული  ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.