თბილისში დაკარგული გოგონა იპოვეს - შსს

 
თბილისში დაკარგული გოგონა იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს. ბავშვი ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. შსს-ში ამბობენ, რომ  ამ წუთებში ბავშვთან სამართალდამცავები იმყოფებიან და დეტალებს არკვევენ, განცხადებას კი მოგვიანებით გაავრცელებენ.  დღეს სოციალურ ქსელში 12 წლის ე. გ. -ს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ოჯახის ახლობელმა „ლიბერალს“ უთხრა, ბავშვი დილის 9 ნახევარზე სახლიდან გავიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა. ჩასწორება: თავდაპირველად   გამოქვეყნდა  მასალა ბავშვის ფოტოთი, ინფორმაციის გავცელებისა და მისი პოვნისთვის ხელშეწყობის მიზნით.