თბილისში დენის დარტყმის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა

 
თბილისში 9 წლის გოგო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე მოხდა. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.  როგორც შს სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს,  გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.