თბილისში ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარია

 
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ავტონაწილების ბაზრობაზე (ე.წ. ელიავას ბაზრობა) ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „ლიბერალს“ განუცხადეს , ადგილზე მობილიზებულია 17 სახანძრო ბრიგადა. ამ დროისთვის ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.