თბილისში მეორე მსოფლიო ომის 91 წლის ვეტერანი დააყაჩაღეს - სცემეს და პენსიის ფული წაართვეს

 
ორი დღის წინ, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია ლიბერალს შსს-ში დაუდასტურეს. თავდამსხმელები 91 წლის სერგო გიზოიანის სახლში შეიჭრნენ, და როგორც გიზოიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ეუბნება, კუთვნილი პენსიის თანხა, 700 ლარი წაართვეს.  პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეზობლების თქმით, სერგო გიზოიანი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია.