თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია - თინა ბოკუჩავა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი გენდერულად არასენსიტიურია, რადგან იმავე შინაარსის შეკითხვა მამაკაც დეპუტატს რომ დაესვა, ყურადღებას აღნიშნული დეპუტატის გარეგნობაზე არ გაამახვილებდა.
„გავიგეთ, რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია. იმიტომ, რომ ეჭვი მაქვს, იმავე შინაარსის კითხვა რომ დაესვა კაც დეპუტატს, ის არ გაამახვილებდა ყურადღებას აღნიშნული დეპუტატის გარეგნობაზე, თუმცა ეს მისი ყველაზე დიდი პრობლემა არ არის. ის თანამონაწილეა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძური საქმეების. ესენია „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდების მცდელობა, ძალიან ბუნდოვან გარემოებებში ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება... სწორედ ამიტომ აძლევს თავს უფლებას, რომ ღია ეთერით აშანტაჟოს ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.