თემქაზე გაზის აფეთქების შედეგად აივანი ჩამოინგრა - დაშავდა მამაკაცი

 
თემქის მე-3 მიკრორაიონში, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „ლიბერალს" უთხრეს, რომ აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია და ამ დროისთვის, სიტუაცია საშიში აღარ არის.