თინა ხიდაშელი: გუშინ იყო 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად აღებული

 
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმაურება. „გაკვეთილები ოროსან, დამნაშავედ ქცეულ ხელისუფლებას:  1. როდესაც იწყებთ ძალის გამოყენების პროპორციულობის ზომვას დაშავებული, თვალებდათხრილი ადამიანების კადრების ფონზე აუცილებლად მარცხდებით და ხარ ფსკერი; 2. როდესაც იწყებ იმაზე დავას - უი, 7 ნოემბერს როგორ ადარებო, აუცილებლად მარცხდები და უფრო ფსკერზე ეშვები; 3. როდესაც მხოლოდ ის გაქვს სათქმელი - უი, რა სასაცილო იყო გუშინ უგულავა რეზინის ტყვიებზე შეშფოთდაო, კიდევ უფრო დიდი ფსკერი ხარ, მასთან დასატოლებლად არ მომხდარა 2012, მასზე უკეთესს ითხოვდა ხალხი: 4. 24 საათზე მეტი გავიდა შენი დახმარებით და ხელშეწყობოთ გავრილოვის მიერ საქართველოს თავზე გადავლიდან და ის ტიპი ვიზიტსაც რომ არ წყვეტს და ისევ შენი ქვეყნის მეორე პირია, უფსკრულში ხარ გადაჩეხილი;  5. ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვისაც აზრი შერჩენილი აქვს, გუშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთად იყო და უფრო მეტიც „როდიონოვის ღამის“ დარად ამ ღამეს „გავრილოვის ღამე“ დაერქმევა, რაც უფრო მეტად დაგიმძიმებთ სასჯელს; 6. დაბოლოს, ამ წუთის მდგომარეობით მიშას თქვენზე მორალური უპირატესობა აქვს, იმიტომ, რომ ყველაფერს შინაარსი გამოაცალეთ და სიმბოლოების დონეზე დატოვეთ. ხოდა 8 ნოემბერს ამ დროისთვის ის უკვე გადამდგარი იყო და პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა.  7. გაფრთხილებდით, ეგ კაცი გადაგჩეხავთ-მეთქი და არ დაიჯერეთ. ჩვეულებრივი რუსი სალდაფონია. ხოდა გამოაცხადა რუსული სიდიადით დევნა და ძალადობა საკუთარ ხალხზე ამოცანად და დაგისვათ წერტილი. 8. იმასავით რიგგარეშე არჩევნები რომც იყოს შეიძლება მოიპარო, იყიდო - ესეც გვინახავს, მაგრამ პასუხისმგებლობას რომ ვერ გაექცევი, ეს მგონი უკვე უნდა გესწავლა, თუმცა რა ვიცი“.