თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში - ფოფხაძე მიქაუტაძეს

 
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, იუსტიციის საბჭოს მოქმედ მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრება ხმაურისა და მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს. დამოუკიდებელი დეპუტატის გედევან ფოფხაძის თქმით, გიორგი მიქაუტაძის ადგილი უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში. როგორც გედევან ფოფხაძე  ამბობს,  მას შემდეგ რაც მიქაუტაძე იყო ე.წ. სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლე, მისი უზენაეს სასამართლოში გამწესება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა იქნება, ვინც 9 წლის განმავლობაში  ამ რეჟიმს ითმენდა. დეპუტატი აცხადებს, რომ მათი მთავარი სურვილია ხალხთან პირნათელები იყვნენ.  გიორგი მიქაუტაძემ კი ფოფხაძეს შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „მოსამართლე 2012 წლიდან ვარ, მანამდე კი პროკურორის თანამდებობაზე ვმუშაობდი“, - აღნიშნა მან.