ტრამპი ჟურნალისტს: CNN-ს უნდა რცხვენოდეს, შენ ხარ უხეში, საშინელი პიროვნება

 
თეთრმა სახლმა CNN-ის  ჟურნალისტს ჯიმ აკოსტას აკრედიტრაცია შეუჩერა. პრეზიდენტის გაღიზიანება პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპის მიმართ აკოსტას შეკითხვებს მოჰყვა, რის გამოც მან ჟურნალისტს „უხეში და საშინელი ადამიანი“ უწოდა. „მომეცით უფლება, ვმართო ეს ქვეყანა. თქვენ CNN-ს ცუდად ხელმძღვანელობთ, ასე რომ არ იყოს, უკეთესი რეიტინგი გექნებოდათ.  CNN-ს უნდა რცხვენოდეს, რომ მათთან მუშაობ, შენ ხარ უხეში, საშინელი პიროვნება, CNN-ისთვის არ უნდა მუშაობდე“, - თქვა დონალდ ტრამპმა.  ტრამპის თქმით, CNN ხშირად ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და ისინი ხალხის მტრებივით იქცევიან.  მომხდარის შემდეგ CNN-მა თავის ჟურნალისტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადეს, რომ მომხდარი საფრთხისშემცველია აშშ-ის დემოკრატიისთვის.  I’ve just been denied entrance to the WH. Secret Service just informed me I cannot enter the WH grounds for my 8pm hit