ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა
ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.
როგორც „ლიბერალს“ „ნიუს ჰოსპიტალსში“ განუცხადეს, ზიზი რეამინაციაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
14 ოქტომბერს ორთაჭალის ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. მას თავისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
19 ოქტომბერს სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელმა წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.