წერილი მაღლაფერიძეს – ეგზითპოლის კომპანია მაღალ ცდომილებას მორცხვი ამომრჩევლის ქცევით ხსნის

 
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ  2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარებული ეგზითპოლისთვის კომპანია TNS-ისთვის 200 000 ლარის გადახდას ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.  „ლიბერალს“ წყარომ მოაწოდა Kanter Public Brussels-ის დირექტორის, TNS-ის წარმომადგენლის პასკალ ჩელალას 7 ივნისს გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: