ცესკო ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 15:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს

 
ცესკო ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. 15:00 საათის მდგომარეობით ყველაზე მაღალი აქტივობა საგარეჯოს საკრებულოს შუალედურ არჩევნებშია - 56.4%, ყველაზე დაბალი აქტივობა კი თბილისში. მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 21%-ია მისული. 15:00 საათის მდგომარეობოთ ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგია: თბილისი, მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი - 21%;  საგარეჯო - 56.4%; ახმეტა - 36.4%; მარნეული - 22.6%;  ადიგენი - 42.9%; ზესტაფონი - 30.5%;  ჭიათურა - 32.4%;  ტყიბული - 29.6%; წყალტუბო - 35.4%;  ოზურგეთი - 31.7%. ზუგდიდი - 32.8%;  ხულო - 40.6%. 12:00 საათისთვის, თბილისში ამომრჩეველთა 10.4% იყო მისული, ზუგდიდში 20.1%, მარნეულში - 14%, საგარეჯოში კი - 35.7%.