ცესკო: წინასწარი მონაცემებით, ბათილი ბიულეტენების რაოდენობაა 137 551

 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შეადგენს 137 551-ს. ცესკოს ინფორმაციით, (18 ოქტომბრის მდგომარეობით), 2016 წლის პარლამენტის არჩევნებზე პროპორციულ სიაში 62 680 ბათილი ბიულეტენია, ხოლო მაჟორიტარულში - 74 871. ამ მონაცემებით, სულ გაბათილდა 137 551 ბიულეტენი. საშუალო პროცენტული მაჩვენებელი პროპორციულში 3,43%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით გამართული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4,11%-ია. საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდება საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად შეჯამების შემდეგ.