წინასწარი მონაცემებით ახალციხე/ადიგენის ოლქში გიორგი კოპაძემ გაიმარჯვა

 
ახალციხე/ადიგენის #44 ოლქში 53 უბნიდან 48 დათვლილია. წინასწარი შედეგებით გიორგი კოპაძემ 70.89% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა 29.11%. ახალციხის 35 უბნიდან ენმ-მა მხოლოდ მე-9 და 31 უბანი მოიგო. საბოლოო მონაცემებით შეგახსენებით, რომ პირველი ტურში ხმათა უმრავლესობა 44.07% ვაჟა ჩიტაშვილმა მიიღო, ხოლო გიორგი კოპაძემ 39.65%.  მუნიციპალიტეტის 35 უბნიდან 33-ში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა გიორგი კოპაძემ გაიმარჯვა, ხოლო დანარჩენ ორში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ვაჟა ჩიტაშვილმა.