ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მამაკაცი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს
ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან სოფელ არბოში მამაკაცი დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის მხარე მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში სდებს ბრალს.
სუს-ში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.