ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაში ბრალდებულს 1 500-ლარიანი გირაო შეეფარდა

 
ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 500-ლარიანი გირაო შეეფარდა. - ამის შესახებ „ლიბერალს" რუსთავის საქალაქო სასამართოში განუცხადეს. რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე პირს ბრალი გუშინ წაუყენა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017  წლის 25 და 27  ივნისს  რ. მ.-მ ქალაქ  რუსთავში, გ.თ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის   ცხოველები - ლეკვები პნევმატური იარაღით  დაჭრა, რასაც ერთი ცხოველის  სიკვდილი მოჰყვა.