თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი: "არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას"

 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდენტთა ნაწილის პტოტესტის მიუხედავად ის არ მოხსნის თავის კანდიდატურას.  "ჩემ მიმართ უნივერსიტეტის უმაღლესი ინსტიტუციების მიერ გამოცხადებული ნდობის საპასუხოდ, არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მიზანშეწონილად მიმაჩნია, წარმომადგენლობითმა საბჭომ განახორციელოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ზეწოლისაგან თავისუფალ გარემოში.", - ამბობს გაფრინდაშვილი (function(d, s, id) { var js, fjs = d.getElementsByTagName(s)[0]; if (d.getElementById(id)) return; js = d.createElement(s); js.id = id; js.src = "//connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v2.3"; fjs.parentNode.insertBefore(js, fjs);}(document, 'script', 'facebook-jssdk')); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატობასთან დაკავშირებით... 7 მარტს თსუ-თან გამართულ საპროტესტო აქციაზე სტუდენტები უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშილის კანდიდატურის წარდგენასაც აპროტესტებდნენ. გაფინდაშვილის კანდიდატურა სენატს აკადემიურმა საბჭომ წარუდგინა. სტუდენტები განმარტავდნენ, რომ გაფრინდაშვილი კანცლერის თანამდებობისთვის შეუფერებელია, რადგან ის 2011-2012 წლებში, როცა სტუდენტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები მოხდა, ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო და ხელს აფარებდა მოძალადე სტუდენტებს. კანცლერის არჩევნები თსუ-ში 10 მარტს იგეგმება.