თურნავა: სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზების გეგმა არ განიხილება

 
„სახელმწიფო ელექტროსისტემის პრივატიზების გეგმა არ განიხილება“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ლიბერალის“ შეკითხვას „ელექტროსისტემის“ შესაძლო გასხვისებაზე. „დღესდღეობით ხდება ელექტროსისტემის გაძლიერება და კორპორატიზაცია, რაც ნიშნავს 10-წლიანი განვითარების გეგმის შესრულებას და ახალი ფინანსური წყაროების მოძიებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  რაც შეეხება „ელექტროენერეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკოს) პრივატიზების შესახებ დასმულ შეკითხვას, სამინისტროს პრესსამსახურში ინფორმაციას აზუსტებენ და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.