თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა - შსს

 
შსს-ს ინფრომაციით, თუშეთში ავტომობილის მძღოლმა ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მათი თქმით, გარდაცვლილია ავტომობილის მძღოლი და დაშავებულია ერთი ადამიანი; ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა  ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.  სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი - 1984 წელს  დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი;  დაშავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია  საავადმყოფოში.  ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.