თვითმმართველობის აქციის მონაწილეები თსუ-ის რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ
„ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, თვითმმართველობის აქციის მონაწილეები თსუ-ის რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. ისინი რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.
#თსუ-ს თვითმმართველობა რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატის კაბინეტში შეიჭრა #თსუ16
რექტორის კაბინეტში შეჭრის შემდეგ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა თქვა, რომ ლადო პაპავა უნივერსიტეტში „ოდეერს" სამი წელი მალავდა.
ლადო პაპავას განცხადებით, იგი გადადგომას არ აპირებს.
„ფაქტია, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მართულია, ამიტომ ჩემი პოზიცია მგონია, რომ სწორია", - განაცხადა დღეს ლადო პაპავამ 115-ე აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრაზე.