ტყიბულელი მეშახტეები ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან სოლიდარობას ითხოვენ

 
ტყიბულელი მეშახტეები მეექვსე დღეა გაფიცულები არიან. ხელფასების 35-40%-ით გაზრდა, ბიულეტენის 70%-იანი ანაზღაურების 100%-მდე გაზრდა, შვებულების 100%-იანი ანაზღაურება, გაფიცვების დროს ანაზღაურების შენარჩუნება და გაფიცვების შემდეგ ხელშეუხებლობა - ესაა მეშახტეების ძირითადი მოთხოვნები. აქციის რამდენიმე წევრი ამ წუთებში ტყიბულის გამგებელს ხვდება. დანარჩენი მეშახტეები ადგილობრივი მულიციპალიტეტის შენობასთან არიან და მდუმარე აქციით, გემგეობის წარმომადგენლებისგან სოლიდარობას და გვერდით დგომას ითხოვენ. "გაფიცულია მეშახტეების უმრავლესობა, თუ არ ჩავთვლით ადმინისტრაციისა და ზედა ეშელონებში მომუშავე თანამშრომლებს", - ამბობს "ლიბერალთან" სტუდენტი გიორგი სოფრომაძე, რომელიც მეშახტეების აქციას სოლიდარობის ნიშნად უერთდება. ფოტო: გიორგი სოფრომაძე