უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვის 4 ფაქტი გამოვავლინეთ - ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციიით, უწყების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის 4 ფაქტი გამოავლინეს.
უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და შიდა ქართლის რეგიონში დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 1 206 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - ვისკი და კონიაკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 31 000 ლარს აღემატება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური