უფასო კონსულტაციები ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში
19 ივნისს, ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში უფასო გასინჯვების აქცია მოეწყობა. პაციენტებს, ვისაც აწუხებთ სახსრებში ტკივილი, ფეხებში სიმძიმე, ხერხემლის ტკივილი, ან აღენიშნებათ სანაღვლე გზებში კენჭი, შეუძლიათ ჩაიტარონ კონსულტაცია მიმართულების სპეციალისტებთან.
უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს ნეიროქირურგი - ბუბა შალამბერიძე, ანგიოქირურგი - ბესარიონ კვიცარიძე, ზოგადი ქირურგი - გიორგი ხეროდინაშვილი და ტრავმა-ორთოპედიის მიმართულებით: აბესალომ ტყეშელაშვილი, გიორგი ობგაიძე, გიორგი გოგიტიძე.
აქციის ფარგლებში, პაციენტს უფასო კონსულტაციის მიღება შეუძლია ჩამოთვლილი მიმართულებიდან ერთ სპეციალისტთან. კონსულტაციის მიღების შემდეგ პაციენტს საჭიროებისამებრ, აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთი მიზნობრივი კვლევა 50 %-იანი ფასდაკლებით ჩაუტარდება. კონსულტაციაზე მოსულმა პაციენტმა თან უნდა იქონიოს ჩატარებული კვლევების ანალიზი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
უფასო სამედიცინო კონსულტაციები "ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში", ლუბლიანას ქ. #21-ში ჩატარდება. პაციენტების მიღება 11:00-დან 16:00 სთ-მდე გაგრძელდება. მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა: 597 00 81 02